საქართველოს მოსახლეობისთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთი რჩება. ამის შესახებ ნათქვამია "IRI"-ის კვლევაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის მთავრობისა და USAID -ის შეკვეთით ჩატარდა.
საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით გამოკითხულთა 83% მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავარი საფრთხე რუსეთის ფედერაციაა, ხოლო 56% საქართველოს მთავარ პარტნიორად ამერიკის შეერთებულ შტატებს ასახელებს.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების შეფასებას, გამოკითხულთა 92% მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აშშ-ს კარგი ურთიერთობა აქვს, 2% კი აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ცუდია.
აშშ-ის გარდა, გამოკითხულთა შეფასებით, საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს თურქეთთან, აზერბაიჯანთან და უკრაინასთან.
რაც შეეხება რუსეთს, ორ ქვეყანაში შორის კარგი ურთიერთობის არსებობა მხოლოდ 3% სჯერა, ხოლო 94% მიაჩნია, რომ კრემლსა და თბილისს შორის ურთიერთობა ცუდია.
შეგახსენებთ, რომ გამოკითხვა საქართველოში 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ჩატარდა და მაში მონაწილეობა 1500 ადამიანმა მიიღო.