პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე სატელიტური დაკვირვების ინიციატივა ევროკავშირის მხრიდან არ დაიბლოკება. ამის შესახებ განცხადება მჭავარიანმა დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მაჭავარიანის განცხადებით, მას ამის თქმის საშუალებას ის ფაქტის აძლევს, რომ კრემლის მიერ ჯერ კიდევ შეუსრულებელია სარკოზი-მედვედევი-სააკაშვილის შეთანხმება და მიიჩნევს, რომ ამ გარემოების გათვალისწინებით ევროპულ სახელმწიფოებს ოკუპირებულ ზონებში სატელიტური დაკვირვების განხორციელებაზე უარის თქმა გაუჭირდებათ.
"ევრომონიტორები ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში შესვლას დღემდე ვერ ახერხებენ და რეალურად იქ არსებული ვითარება სრულიად უკონტროლოა. ვითარების ასე გაგრძელება არ შეიძლება და საჭიროა ამ მიმართულებით ვითარების გაკონტროლებისთვის ალტერნატიული გზები იქნას გამოძებნილი. ამ ალტერნატიულ გზებში ერთ-ერთი რეალურია ამ რეგიონების სატელიტური კონტროლი, რასაც საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე თვეა აყენებს", - აცხადებს მაჭავარიანი და დასძენს, რომ ამ გზით მოხერხდება რუსეთის მიერ აღნიშნულ რეგიონებშიც დაწყებული მელიტარიზაციის პროცესზე დაკვირვება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნაზე რეგიონებში განხორციელდეს სატელიტური კონტროლი. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები ევროკავშირთან უკვე მიმდინარეობს.