საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ რეფორმა უპირველესად ეკონომიკურ სექტორში უნდა გატარდეს. ამის შესახებ ნათქვამია "IღI"-ს კვლევაში, რომელიც საქართველოში აშშ-ს მთავრობისა და USAID-ს შეკვეთით ჩატარდა.
კითხვაზე - მთავრობამ რომელ სექტორში უნდა გაატაროს რეფორმა?
გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ უპირველესად რეფორმა ეკონომიკაში უნდა გატარდეს, 23% თვლის, რომ აუცილებელია ჯანდაცვის, ხოლო 12% განათლების სფეროს რეფორმირებას ასახელებს.
გამოკითხვა საქართველოში 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ჩატარდა და მაში მონაწილეობა 1500 ადამიანმა მიიღო.