შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტად არჩეული კამალა ჰარისი ინაუგურაციის დღეს ფიცს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე სონია სოტომაიერის წინაშე დადებს.
ამერიკის ისტორიაში პირველად უზენაესი სასამართლოს ქალი მსაჯული მიიღებს ქალი ვიცე-პრეზიდენტის ფიცს, რომელიც ამავდროულად პირველი ქალია ისტორიაში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი. გარდა ამისა, კამალა ჰარისი პირველი აფრო-ამერიკული და აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი
გავრცელებული ინფორმაციით, კამალა ჰარისმა თავად ისურვა სონია სოტომაიერის წინაშე ფიცის დადება.
ინაუგურაციის ცერემონიალზე კამალა ჰარისის მიერ საზეიმო ფიცის დადებისას გამოყენებული იქნება ორი ბიბლია, რომელთაგან ერთ-ერთი ეკუთვნოდა ამერიკის უზენაესი სასამართლოს პირველ შავკანიან მსაჯულს თურგუდ მარშალს.
კამალა ჰარისს ხშირად გამოუხატავს თავისი აღტაცება მოსამართლე სოტომაიერისა და მარშლის მიმართ, მათი მოღვაწეობისა და მასსა და მსაჯულებს შორის ბიოგრაფიული მსგავსებების გამო.
ჰარისი და სოტომაიერი წარსულში პროკურორებად მუშაობდნენ, ხოლო ჰარისმა და თურგუდ მარშალმა ერთსა და იმავე სასწავლებელში, ჰოვარდის უნივერსიტეტში მიიღეს განათლება.
სოტომაიერი წელს მეორედ მიიღებს ვიცე-პრეზიდენტის ფიცს. წარსულში, 2013 წელს მან ვიცე პრზიდენტ ბაიდენის ფიცი მიიღო. სონია სოტომაიერი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2010 წელს წარადგინა. ის ამ პოსტზე დანიშნული პირველი ლათინოამერიკელია.
პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.