ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში შედეგი დამაკმაყოფილებელი არ არის, თუმცა არსებობს პოზიტიური მხარეებიც.
ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა საგარეო ურთიერთობათა საბჭოში შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან ახლო ურთიერთობები აქვს საქართველოსთან. პრეზიდენტ სააკაშვილს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ტელეფონით რამდენჯერმე ველაპარაკე, რაც ჩემს, პირად უწყვეტ ინტერესზე მიუთითებს, რომ გადაწყდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხები. ამ დროის განმავლობაში პროცესი დამაკმაყოფილებელი არ არის, თუმცა მანც სასიამოვნოა, რომ საქმე წინ მიიწევს", - აღნიშნა ლუგარმა.
ამასთან, ამერიკელმა სენატორმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ საკითხებზე მოლაპარაკებები გაგრძელდება, როგორც საქართველოსთან, ასევე რუსეთთან.