გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე "მთავარ არხთან", გადაცემაში "დღის სტუმარი" ოპოზიციის ერთობას მიესალმება, თუმცა, მისივე თქმით, ამ ერთობას მთავარი გამოცდა წინ აქვს. ამასთან, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ სახალხო პარლამენტი უნდა შექმნას.
"პირველი, რაც ახლა ოპოზიციამ უნდა გააკეთოს, ჩემი აზრით, არის ის, რომ უნდა შევქმნათ სახალხო პარლამენტი, რომელიც პარალელური, მორალური უპირატესობებით ისარგებლებს დღევანდელ, ბიძინა ივანიშვილის, ე.წ. პარლამენტზე. ოპოზიციაში არის რაღაც შიშები, რომ ეს უკანონო იქნება, რა არის უკანონო? საზოგადოებრივ საწყისებზე იქნება შექმნილი.. ამ შიშებიდან უნდა გამოვიდეთ როგორმე... ძალიან რთულია სიმამაცე და ძალიან ადვილია სიმხდალე", - თქვა გუბაზ სანიკიძემ "დღის სტუმარში".