2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ მოციგავეს ნოდარ ქუმარიტაშვილს საერთაშორიო ოლიმპიურმა კომიტეტმა უმაღლესი ორდენი მიანიჭა.
აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისში რამდენიმე საათის წინ ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ.
"აქ ვიზიტის ფარგლებში წარმოვადგენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიენტს. მან ჩამოსვლა ვერ შესძლო, რაზეც ძალიან წუხს. ნოდარი დიდებული ათლეტი და ოლიმპიელი იყო. ის სამუდამოდ დარჩება ოლიმპიელად და ოლიმპიური მოძრაობის მეხსირებაში", - აღნიშნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა პამელა ვაიპონდიმ.
ქუმარიტაშვილის ოჯახისთვის ორდენის გადაცემის ცერემონია მშობლიურ დაბა ბაკურიანში, მოციგურავეს მემორიალთან, გაიმართება.
როგორც ცნობილია, ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის უმაღლესო ორდენით დაჯილდოება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა რამდენიმე დღის წინ მექსიკაში გამართულ სხდომაზე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადაზე საცდელი დაშვებისას დაიღუპა. კანადის იუსტიციის სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოაქვეყნა 16-გვერდიანი დასკვნა, სადაც ფაქტი უბედურ შემთხვევედაა აშეფასებული და სპორტსმენის შეცდომაზეა საუბარი.