შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ხელმძღვანელის თანამდებობაზე სამანტა პაუერი წარადგინა.
სენატში დამტკიცების შემთხვევაში, პაუერი უცხოეთის ქვეყნებში ამერიკის ჰუმანიტარული დახმარების და განვითარების პროგრამებს უხელმძღვანელებს. სააგენტოს წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 20 მილიარდი დოლარია.
მედიის ინფორმაციით, სამანტა პაუერის კანდიდატურის განხილვა ცხადჰყოფს ბაიდენის მომავალი ადმინისტრაციის განზრახვას, გააძლიეროს ამერიკის ძალისხმევა საზღვარგარეთ დახმარების გაწევაზე.
სამანტა პაუერი 2013-2017 წლებში გაეროში ამერიკის ელჩის თანამდებობას იკავებდა.
სამანტა პაუერის USAID-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენის შესახებ ამერიკული მედია ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში იუწყებოდა.
USAID - შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც 1961 წელს დაარსდა, არის ქვეყნის უმაღლესი ფედერალური სამთავრობო სააგენტო უცხოური დახმარებისთვის.
სააგენტოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს ნიშნავს პრეზიდენტი აშშ-ის სენატის თანხმობით და ისინი მოქმედებენ სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით.
სააგენტოს ძირითადი საქმიანობაა ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და უცხოეთის ქვეყნებში კონფლიქტების პრევენციისა და დემოკრატიის განვითარების მცდელობების ხელშეწყობა.