შვედი გარემოსდაცვითი აქტივისტი გრეტა თუნბერგი საფოსტო მარკაზე გამოსახეს, რომელიც მის მშობლიურ შვედეთში ხუთშაბათს გამოვა გაყიდვაში.
საფოსტო მარკა გრეტა თუნბერგის გამოსახულებით ნაწილია სერიული საფოსტო მარკებისა, რომელიც კლიმატის საკითხს ეხება. სერიული საფოსტო მარკების თემაა "ძვირფასი ბუნება".
საფოსტო მარკაზე გამოსახული გრეტა თუნბერგი შემაღლებულ ბორცვზე დგას და ყვითელი საწვიმარი ლაბადა აცვია.
ილუსტრაცია შვედ მხატვარს ჰენინგ ტროლბეკს ეკუთვნის. საფოსტო მარკა 12 შვედურა კრონა ( 1.4 დოლარი) ეღირება.
გრეტა თუნბერგმა, რომელიც ახლახან გახდა 18 წლის, სახელი გარემოსდაცვითი აქტივიზმით გაითქვა.
მისი ყოველკვირეული პროტესტი, როდესაც უარი თქვა პარასკევობით სკოლაში მისვლაზე სანამ შვედეთის ხელისუფლება არ შეასრულებდა პარიზის კლიმატის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, ცოტა ხანში გლობალურ გარემოსდაცვით მოძრაობაში გადაიზარდა, რომელსაც ასი ათასობით ადამიანი შეუერთდა მსოფლიოს მასშტაბით.