გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ TIME-მა წლის ადამიანად კლიმატის ცვლილების აქტივისტი გრეტა თუნბერგი დაასახელა.
16 წლის გრეტა თუნბერგი უკვე წელიწადზე მეტია აქტიურ გარემოსდაცვით კამპანიას ეწევა თავის მეგობრებთან ერთად.
მისი ყოველკვირეული პროტესტი, როდესაც უარი თქვა პარასკევობით სკოლაში მისვლაზე სანამ შვედეთის ხელისუფლება არ შეასრულებდა პარიზის კლიმატის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, ცოტა ხანში გლობალურ გარემოსდაცვით მოძრაობაში გადაიზარდა, რომელსაც ასი ათასობით ადამიანი შეუერთდა მსოფლიოს მასშტაბით.