დღეს, 28 ოქტომბერს, ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლადო ათანელის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
კონცერტში ლადო ათანელთან ერთად ირაკლი კახიძე, მარიამ ტურაშვილი, სულხან ჯაიანი, დირიჟორი დავით მუქერია და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრიც მიიღებენ მონაწილეობას.
კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 10, 15, 20 და 25 ლარია.