აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ყველა დაგეგმილი ვიზიტი, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ბრიუსელში ვიზიტი, გაუქმებულია.
"ჩვენ მოველით მომავალი ადმინისტრაციის გეგმას, რომლითაც განისაზღვრება ოფიციალური პირების პასუხისმგებელ პოზიციებზე დარჩენის საკითხი, ვიდრე არ დასრულდება სენატში მაღალი თანამდებობის პირთა დამტკიცების პროცედურები. შედეგად, ჩვენ ვაუქმებთ ამ კვირაში ყველა დაგეგმილ მოგზაურობას, მათ შორის მდივნის ევროპაში ვიზიტს", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
საერთაშორისო სააგენტო Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პოპმპეოს ვიზიტი მას შემდეგ, რაც მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირის მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა.
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია შეხვედრის გაუქმების შესახებ, თუმცა დამატებითი დეტალების გამჟღავნებაზე უარი განაცხადა. ევროკავშირმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.
მაიკ პომპეო ბრიუსელს 13-14 იანვარს უნდა წვეოდა. სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყებოდა, რომ პომპეოს ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა აშშ-სა და ბელგიას შორის ღრმა და მტკიცე პარტნიორობის, ასევე აშშ-ის ნატოსადმი ურყევი მხარდაჭერის დადასტურება. იგეგმებოდა მაიკ პომპეპოს შეხვედრა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც.