სახალხო ფრონტის ლიდერი და ყოფილი პარლამენტარი ნოდარ ნათაძე 20 წლის წინ, საქართველოში ჩატარებულ პირველ მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად აფასებს. მისი თქმით, საქართველომ აირჩია პარლამენტი, რომელმაც შემდგომში ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამის შესახებ ნათაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა.
"მაშინ საქართველომ აირჩია პარლამენტის ის შემადგენლობა, რომელმაც შემდეგ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა. შესაბამისად, 20 წლის წინანდელ საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა", - განაცხადა ნათაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, რომელშიც გაიმარჯვა მაშინ მოქმედი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას პარტიამ - "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო".