პოლიტიკაში მოსვლის და პოლიტიკიდან წასვლის პროცესი იყო ერთგვარი ქველმოქმედების აქტი, - ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას.
"ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი და იმავდროულად დიდი ქველოქმედი. დღევანდელი მისი განცხადებით, ეს კიდევ დადასტურდა. მისი პოლიტიკაში მოსვლის და პოლიტიკიდან წასვლის პროცესი იყო ერთგვარი ქველმოქმედების აქტი. ის მოვიდა პოლიტიკაში, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა, ქართულ საზოგადოებას სწყუროდა ცვლილებები. ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა ეს ცვლილებები და დიქტატორული რეჟიმი ჩამოაცილა მმართველობით სადავეებს“, - თქვა თრნავამ და აღნიშნა, რომ ივანიშვილის საქციელი, ძალიან დასაფასებელი და იშვიათი პრეცედენტია მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში.