შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.
პარასკევს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი არ დაესწრება მისი მემკვიდრის ინაუგურაციას.
ტრამპი მე-4 პრეზიდენტი იქნება ამერიკის ისტორიაში, რომელიც მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება.
პირველად ეს მოხდა 1801 წელს, როდესაც პრეზიდენტი ჯონ ადამსი არ დაესწრო მისი მემკვიდრის, თომას ჯეფერსონის ინაუგურაციას. 1829 წელს პრეზიდენტი ჯონ კუინსი ადამსი (ჯონ ადამსის შვილი) არ დაესწრო ენდიურ ჯექსონის ინაუგურაციას. ხოლო ბოლოს ეს მოხდა 1869 წელს, როდესაც თანამდებობიდან წასულმა პრეზიდენტმა ენდრიუ ჯონსონმა უარი თქვა დასწრებოდა ულის გრანტის ინაუგურაციას.
ჯო ბაიდენის ინაგურაციას დაესწრებიან ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები ჯორჯ ბუში, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა.
ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.