"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსის" მიმართ გატარებული ღონისძიებები არის ტერორი. მანვე აღნიშნა, რომ არც ერთი მათგანის პარლამენტში შესვლა ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას ვერ შეძლებს.
"ეს არის ტერორი და ერთპარტიული არალეგიტიმური ტირანიის კიდევ ერთი დადასტურება. ამით გვითხრეს - არ შემოდიხართ პარლამენტში? ახლა დაგსჯით და მოღალატე, თქვენსავე სიაში ჩასმულ ბიზნესმენებს შემოვუშვებთ პარლამენტშიო. ხოლო, ეს ბიზნესმენები ვინ არიან, ქვეყნიერებამ იცის. ესენი არ არიან პოლიტიკური ფიგურები და ეს ვერ შეძლებს ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას”, - ნათელაშვილმა.