ირანის ბუშერის ატომური ელექტრონული სადგური აშშ-ს შეშფოთებას არ იწვევს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა.
"პრობლემა ეს არა ბუშერის რეაქტორია, პრობლემა არის ბირთვულ ობიექტებში, როგორიცაა ნათანზი და მათ (ირანის) საიდუმლო ობიექტებში კუმში და სხვა ადგილებში, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბირთვული იარაღი იწარმოება", - განაცხადა კლინტონმა.
მისივე განცხადებით, თეირანს მშვიდობიანი მიზენებისთვის გამოსაყენებლი ატომური ენერგიის წარმოების უფლება გააჩნია.
"მათ არ აქვთ ბირთვული იარაღის წარმოების უფლება", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ატომურ ელექტრონულ სადუგურზე რუსეთისა და ირანის სპეციალისტებმა უკვე დაიწყს ბირთვული სათბობგამომყოფი ელემენტების ჩატვირთვა, რომელიც თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება. შემდგომ ჩატარდება სხვა სამუშაოები, რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება რეაქტორის გაშვება. როგორც "როსატომში" აცხადებენ, ყველა ეს სამუშაოები რუსი და ირანელი სპეციალისტების მიერ ტარდება და მასში დამკვირვებლებად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამკვირვებლები მონაწილეობენ.