გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ტრადიციულად ერს საშობაოდ მიმართა. მიმართვაში მან იმ სირთულეებზე, ისაუბრა, რომელსაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის დროს წააწყდა.
დედოფალმა აღნიშნა, რომ ისინი, ვინც ამ დღესასწაულს ლოკდაუნის გამო თავიანთი ოჯახების წევრების გარეშე აღნიშნავენ, მარტონი არ არიან.
დედოფალი და მისი მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი წელს შობას უინძორის სასახლეში ოჯახისგან მოშორებით აღნიშნავენ. ამიტომ დედოფალმა საშობაო მიმართვა უინძორიდან გაავრცელა.
"რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, წელიწადმა, რომელმაც ადამიანები ერთმანეთს დააშორა, სინამდვილეში ერთმანეთს დააახლოვა. დიდ ბრიტანეთში, ისევე როგორც მთლ მსოფლიოში ადამიანებმა ღირსებით მიიღეს მათთვის გაგზავნილი გამოწვევა და ვამაყობ, რომ შეძრული ვარ ამ მშვიდი სულის სიმტკიცით", - აღნიშნა ელისაბედ მეორემ.
დედოფალმა აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ ყველა კონფესიის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ შობის დღესასწაულის აღნიშვნა, სიცოცხლე მაინც გრძელდება.
"რა თქმა უნდა, ბევრი ჩვენგანისთვის ეს პერიოდი მწუხარებას უკავშირდება, ზოგი ახლობლების დაკარგვას გლოვობს, ზოგს მეგობრები და ნათესავები ენატრება, რომლებისგანაც იძულებულია უსაფრთხოების გამო შორს იყოს, მაშინ, როდესაც ყველას სურდა, შობის დღესასწაულზე ერთმანეთთან ჩახუტება, ან ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა. და, თუ თქვენ ამ ადამიანთა შორის ხართ, იცოდეთ, რომ მარტონი არ ხართ, მე თქვენთან ვარ ფიქრებითა და ლოცვით", - აღნიშნა დედოფალმა.