ხვალ, 28 ოქტომბერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით იმართება და მასში მონაწილეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ეუთოს, ქართული, რუსული მხარეები და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები განიხილება, თუმცა დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ერთი წლის წინ ოსური მხარის მიერ მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის გამო შეწყდა. ბოლოს შეხვედრა ერგნეთში 2009 წლის ოქტომბერში გაიმართა.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებების მე-13 რაუნდზე ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმის წარმომადგენლებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის განახლებასთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადეს.