იქნებ, შევეშვათ რევოლუციის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიებას, -წერს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ რევოლუცია, როგორც ტერმინი და მოვლენა, გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება.
"რევოლუცია გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება, არც ტერმინი და არც მოვლენა. იქნებ, შევეშვათ რევოლუციის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიებას. 1990 წ. აგვისტოში ზვიად გამსახურდიამ უზარმაზარი საპროტესტო აქციებით ნორმალური საარჩევნო სისტემა გამოღლიტა კომუნისტებს და მოუგო არჩევნები. არავის ამ ან სხვა პროცესისთვის რევოლუცია არ დაურქმევია. ეროვნული მოძრაობის ყველა ფლანგის ლექსიკონში რევოლუცია მხოლოდ ნეგატიური რამ იყო და იმიტომ”, - წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.