ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2 წლით, 2022 წლის 14 დეკემბრამდე გაახანგძლივა.
ამასთან, მისიის ბიუჯეტი, 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით, 44.8 მილიონი ევროთი განისაზღვრა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. იგი ევროკავშირის მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს დაარსდა.
2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი გამოიგზავნა. ისინი საქართველოსა და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 12 აგვისტოს ექვსპუნქტიან შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების ხელშეკრულებასთან ყველა მხარის შესაბამისობში ყოფნას აკვირდებიან.
მანდატის მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელ ტერიტორიას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მოიცავს, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დამკვირვებლებისათვის შესვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე აქამდე უარს ამბობენ.
სადამკვირვებლო მისიას 2020 წლის მარტიდან მარეკ შჩიგელი ხელმძღვანელობს.