27-30 ოქტომბერს საქართველოს კულტურის სამინისტროს ეგიდით თბილისში რიგით მეცამეტე თბილისის ჯაზფესტივალი გაიმართება.
ფესტივალის მხარდამჭერი თბილისის მერია, გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი. ფესტივალს ტრადიციულად ესტუმრებიან მსოფლიოს ჯაზვარსკვლავები: მაკოი ტაინერის კვარტეტი, დაიანა რივზი, რეიჩელ ფერელი, ქრისტიან სკოტის კვინტეტი, ჯაზ ქრუსეიდერსი, ჯგუფი "ელ-იმიჯი", ჯგუფი სინდიკატი, ორიჯინალ ბლუზ ბრაზერს ბენდი და ომარ.
ფესტივალი ჩატარდება თბილისის საკონცერტო დარბაზში.
გარდა კონცერტებისა, რომელიც საღამოს 20:00 საათზე დაიწყება, ყოველი კონცერტის შემდეგ "თბილისი ივენთ ჰოლში" გაიმართება ჯემსეიშენი, სადაც გამოვლენ ახლგაზრდა ჯაზშემსრულებლები.
ჯაზფასეტივალს CHRISTIAN SCOTT QUINTET (USA) McCOY TYNER QUARTET featuring GARY BARTZ (USA) გახსნის.
ფესტივალის ორგანიზატორია "ისტერნ პრომოუშენი".