ხელისუფლებასთან ყველანაირი მოლაპარაკებები უნდა შეჩერდეს. შექმნილ ვითარებაში უნდა შეიქმნას სახალხო პარლამენტი, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატებისგან იქნება დაკომპლექტებული, - განაცხადა „ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.
ის ასევე "ქართული ოცნების"“ მიერ რეგისტრირებულ კანონპროექტსაც გამოეხმაურა, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტის ქვეშ მყოფი პარტიების წინააღმდეგაა მიმართული და ის ადოლფ ჰიტლერის მეთოდებს შეადარა.
"შექმნილ ვითარებაში შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, სანამ ევროკავშირი და აშშ არ დაგმობს პუტინისტური დიქტატურის დამყარებას ჩვენს ქვეყანაში. სანქციებს დაექვემდებაროს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ მისი პარლამენტის ყველა წევრი. პოლიტიკურ პარტიებისგან, პარლამენტში არშესული ოპოზიციონერი დეპუტატებისგან შეიქმნას სახალხო პარლამენტი, როგორც საკონსულტაციო მაკოორდინებელი პოლიტიკური ორგანო გარდამავალ პერიოდში", - განაცხდა ნათელაშვილმა.