რაც შეეხება ამ ე.წ პრეზიდენტს, როცა ძალაუფლება უნდოდა, თხასავით დარბოდა ქუჩა-ქუჩა, ძალიან კარგად გახსოვთ, იპოდრომიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე და ძიალოგიდან ძიალოგამდე, - ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ერთპარტიული პარლამენტის გახსნაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას TV პირველის ეთერში გამოეხმაურა.
“რაც შეეხება ამ ე.წ პრეზიდენტს, როცა ძალაუფლება უნდოდა, თხასავით დარბოდა ქუჩა-ქუჩა, ძალიან კარგად გახსოვთ, იპოდრომიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე და ძიალოგიდან ძიალოგამდე.
როდესაც ფული იშოვა, თანამდებობა იშოვა და დავითგარეჯა დაგვაკარგვინა სწორედ მისმა უტვინო, ბრიყვულმა დანაშაულებრივმა განცხადებებმა, ახლა მოგვიწოდებს კონსტრუქციულობისა და ქვეყნის აღმშენებლობისაკენ.
ქვეყნის აღმშენებლობა დაიწყება მაშინ, როცა ივანიშვილებო, ზურაბიშვილები, გახარიები და ის მწვალებლები მოცილდებიან ქართველი ერის ბედის გადაწყვეტასთან დაკავშირებულ საჭეს“, - თქვა ნათელაშვილმა.