მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, დაგვეხმარონ იმ შეთანხმების აღსრულებაში, რომელსაც მივაღწიეთ ქართულ ოცნებასთან. შემოვიდნენ პარლამენტში, - ამბობს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.
„მოლაპარაკების მაგიდაზე ყველამ იცოდა პირველივე დღიდან, რომ ყველას ერთი და იგივე საკითხი არ აწუხებდა, სხვადასხვა საკითხი იყო, რომელიც ამ პოლიტიკური შეთანხმების საგანი უნდა ყოფილიყო. ალეკო ელისაშვილმა მისი პრიორიტეტი დაასახელა. მეც დავასახელე ცოტა ხნის წინ გირჩის პრიორიტეტი. სხვაც დაასახელებს ალბათ და მნიშვნელოვანია ეს, კარგი პროცესია.
მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, დაგვეხმარონ იმ შეთანხმების აღსრულებაში, რომელსაც მივაღწიეთ ქართულ ოცნებასთან. შემოვიდნენ პარლამენტში, დაუჭირონ მხარი და ამითი განვმუხტოთ ის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც 20 ივნისის შემდეგ ამ ქვეყანაში არსებობს. ეს იქნება ჩემი საჯარო მოწოდება“, - ამბობს ხვიჩია.