ადამიანები ვართ და ვხედავთ, რომ ზეწოლაა, იქიდან ექაჩებიან, აქედან ის არის, ეს არის, რაღაც მამაძაღლობებს ვხედავთ ხო? რატომ დავმალო? არ დავფარავ, ეგრე არის, მამაძაღლობები მიდის, ასე, ხალიჩის ქვეშ მამაძაღლობები მიდის. გამოდით და თქვით, რომ მე მინდა შევიდე და შედით, - თქვა„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
მისი თქმით, პარლამენტში თუ ვინმე შევა, მან პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს.
"პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებენ პოლიტიკური ორგანიზაციები, ის ორგანიზაციები, ვისაც სამადლოდ მიუგდეს ეს მანდატები და არა პოლიტიკური პიროვნება. ამიტომ, ის პიროვნება, შეიძლება, ვიღაცა გახდეს დეპუტატი, რა ვქნა, გახდეს, ვუშვებ, ყველაფერს დაუშვებ, ადამიანები ვართ და ვხედავთ, რომ ზეწოლაა, იქიდან ექაჩებიან, აქედან ის არის, ეს არის, რაღაც მამაძაღლობებს ვხედავთ ხო? რატომ დავმალო? არ დავფარავ, ეგრე არის, მამაძაღლობები მიდის, ასე, ხალიჩის ქვეშ მამაძაღლობები მიდის. გამოდით და თქვით, რომ მე მინდა შევიდე და შედით. შედი, ოღონდ, შენ თვითონვე აიღე პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, მომდევნო ოთხი წელიწადი ქუჩაში გამვლელი ადამიანი რომ დაგინახავს, თვალებში რომ შეგხედავს და შეგაფურთხებს, უნდა დახარო თავი და, კი ბატონო, ჩემი იპოთეკის პრობლემა მქონდა და შევედი პარლამენტში. შედი, თუ მარტო იპოთეკის ჭმუნვა არის ეს ქვეყანა, პირადი და აბა, მე სახლში დავჯდე და ხაჭაპური ვაცხო, მაშინ შედი, უბრალოდ, მაშინ შენი ხაჭაპური და არც შენი პოლიტიკა არავის აღარ მოუნდება, რადგან ერთი თვე ადამიანებს ეუბნები, გაყალბდაო და ახლა შეიძლება რაღაცა ყანყალი. როგორ შეიძლება ასეთ დროს ყანყალი? მე ბოლომდე არ მჯერა, მართლა, გულწრფელად. ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანებთან, ვისთანაც ვურთიერთობ, იმას თავში რომ ეს მოუვიდეს, არ მჯერა, 60 ადამიანია, ყველას არ ვცინობ, მაგრამ კლიმატიდან გამომდინარე, პანდემიაა, შევიპარები და მერე არ გაახსენდები, ასე ხომ არ დგას საკითხი", - განაცხადა გიგი უგულავამ "ტვ პირველის" ეთერში.