დიახ, კმაყოფილი ვარ, - ასე პასუხობს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისწტის შეკითხვას, კმაყფილია თუ არა თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრის მუშაობით და იმით, თუ როგორ მართავს ის კოვიდპანდემიას ქვეყანაში.
"ვიცი კრიტიკული შენიშვნები, დაპირისპირებები, მაგრამ მე ისიც ვიცი, რა შეუძლია ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს და რას ვაკეთებდით წინათ, სხვა ჯანდაცვის მინისტრების პირობებში. მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება ძნელია. კმაყოფილი, მე თუ მკითხავთ პირადად, არ ვარ.. ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო, ახლა ნორმალურია. მე ვტოვებდი სამსახურს და მივდიოდი. მიზეზი სხვადასხვა ფაქტორები იყო, ძირითად ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ 10 წელია შენობა არ გვაქვს და არა ადამიანურ პირობებში გვიწევს მუშაობა. კოვიდის ფლაგმანი ვიყავით, მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვქონდა ფლაგმანის და პირობები გვქონდა ყველაზე უარესი“, - თქვა ცერვაძემ.