ხვალ, 26 ოქტომბერს, პარლამენტის შენობასთან მცირე მეწარმეების აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები არიან ,,ხალხის პარტია" და "კონსერვატიული პარტია". მონაწილეობას მიიღებენ ლილოს, თერგის, "პასაჟის", "კიდობნის" ბაზრობებისა და მცირე მაღაზიების მფლობელები.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს მცირე მეწარმეების დაჭერები და დაჯარიმებები; დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული მცირე მეწარმეები და დაუბრუნონ წართმეული საქონელი; შემცირდეს საჯარიმო განაკვეთები სიმბოლურ დონემდე; პარლამენტმა მიიღოს კანონი ფიქსირებული გადასახადისა ანდა დღგ-ს 5%-იანი განაკვეთით მეწარმეთა დაბეგვრის შესახებ.