რესპუბლიკელი სენატორი ალასკას შტატიდან ლიზა მურკოვსკი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ჯო ბაიდენისთვის უფლებამოსილების გადაცემის პროცედურები დაიწყოს.
"დროა დაიწყოს ხელისუფლების გადაცემის სრული და ოფიციალური პროცესი", - წერს მურკოვსკი Twitter-ზე.
ამასთან, მურკოვსკის მიაჩნია, რომ შტატების საკანონმდებლო ორგანოებზე ზეწოლის მცდელობა არჩევენების შედეგების შეცვლის მიზნით, "უპრეცენდენტო და დემოკრატიულ პროცესებთან წინააღმდეგობრივია".
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა.
იმის მიუხედავად, რომ ჯო ბაიდენი გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, ტრამპი ჯერ კიდევ არ აღიარებს მისი დემოკრატი მეტოქის გამარჯვებას.
შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამტკიცებს, რომ სულ მცირე 2.7 მილიონი ხმა "მოპარეს".