შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურას განიხილავს. იუწყება გამოცემა The Hill-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, დიდი ალბათობით ბაიდენი სწორეთ ვეტერან დიპლომატსა და თავის მრავალწლიან მოკავშირე, ენტონი ბლინკენზე შეაჩერებს არჩევანს.
მათივე ცნობით, ბაიდენი თავისი გადაწყვეტილების შესახებ მომავალ კვირას გამოაცხადებს.
58 წლის ენტონი ბლინკენი 2015-2017 წლებში სახელწმიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და ობამას ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილეც იყო.
ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიისას არჩეულ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკის საკითხებში უწევდა კონსულტირებას.
ამერიკული გამოცემა Associated Press-ის ცნობით, ენტონი ბლინკენის გარდა, ჯო ბაიდენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე სენატორ კრის კუნსის კანდიდატურასაც განიხილავს.