დღეს, 20 ნოემბერს, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 78-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.
ჯო ბაიდენი 1942 წლის 20 ნოემბერს პენსილვანიის შტატის ქალაქ სკრენტონში დაიბადა. ბავშვობის უმეტესი ნაწილი დელავერის შტატში გაატარა, სადაც ასევე მიიღო უმაღლესი განათლება.
1972 წელს გახდა ამერიკის სენატის წევრი დელავერის შტატიდან. დიდი ხნის განმავლობაში იყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, მოგვიანებით - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
ჯო ბაიდენი დელავერის სენატორად ექვსჯერ აირჩიეს. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვების შემდეგ, ბაიდენი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.
2020 წლის 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, მიიღო რა საარჩევნო კოლეგიის ელექტორთა 306 ხმა, ჯო ბაიდენი გამარჯვებულად გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აღიარებს არჩევნების შედეგეს და თავს დამარცხებულად არ ცნობს.
ტრამპის უარი არჩევნების შედეგების აღიარებაზე აფერხებს გარდამავალ პერიოდში, საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაბარების პროცესს.
ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 20 იანვარს დაიკავებს, საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდგომ.