29 ოქტომბერს თბილისში კონფერენციაა "ვუახლოვდებით ევროპას?" გაიმართება.
კონფერენციაზე კვლევის - ,,ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა საქართველოში, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში'' - შედეგებს ქართველ ექსპერტებთან ერთად წარადგენენ ექსპერტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
სტუმრებს საშუალება მიეცემათ კვლევის შედეგებს დეტალურად გაეცნონ პროექტის ფარგლებში გამოცემულ წიგნში.
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი 2010 წლის თებერვლიდან ახორციელებდა პროექტს: ,,ვუახლოვდებით ევროპას?''.
პროექტი მიზნად ისახავს (საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ეკონომიკური და სოციალური რეფორმების მიმდინარეობის შესწავლას; აღნიშნულ ქვეყნებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შედარებას; შეფასებას, თუ რამდენად დაუახლოვდა სოციალური სტანდარტები ევროპულს; სოციალური სტანდარტების გასავითარებლად წინადადებების შემუშავებას. პროექტში მონაწილეობა მიიღო 19 ექსპერტმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და გერმანიიდან.
ღონისძიება 29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო ,,ძველი თბილისში'' გაიმართება.