ხვალ, 26 ოქტომბერს, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) წარადგენს გამოცემას, რომელშიც განხილულია ბიზნესის როლი საქართველოს განვითარებაში, ეკონომიკის სტრატეგიული სფეროები და პროგრესის მისაღწევად აუცილებელი ცვლილებები.
საექსპერტო მოსაზრებებისა და საჯარო დისკუსიების შედეგების კრებული არსებული მდგომარეობის ანალიზსა და სამომავლო რეკომენდაციებსაც შეიცავს.
გამოცემას საფუძვლად დაედო საჯარო განხილვები და საექსპერტო კვლევები, რომელიც 2009 წელს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ეგიდით და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ჩატარდა.
განხილვებსა და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ოგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა, მეცნიერებმა, მკვლევარებმა და პრაქტიკოსებმა.
გამოცემაში წარმოდგენილია ხუთი ძირითადი სფერო, რომელიც ავტორებმა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის საკვანძოდ მიიჩნიეს. ესენია საქართველოს ადამიანური რესურსების კონკურენტუნარიანობა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, საქართველო და მწვანე ეკონომიკა, სტანდარტები და მათი მნიშვნელობა, საქართველოს სოფლის მეურნეობის რეალობა და შესაძლებლობები.
გამოცემის "კერძო სექტორი და განვითარება" წარდგენა შედგება
ხვალ, 26 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სასტუმროში "ქორთიარდ მერიოტში".