"კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი" ბათუმის ნაცვლად, თბილისში განთავსდება.
გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის მიერ მიღებული ბრძანებით არის მიღებული.
მინისტრის ძველი ბრძანებით ცენტრის ადგისლამყოფელად ბათუმი სახელდებოდა, თუმცა ბრძანებაში კონკრეტული მისამართი მითითებული არ იყო.
შაშკინის ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად კი უკვე მითითებულია კონკრეტული მისამართი - ქალაქი თბილისი, ათონელის ქუჩა #25.
აღსანიშნავია, რომ ამ მისამართზე განთავსებული იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ამჯერად აქ განთავსდება "კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი", რომელსაც პრეზიდენტის 2010 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ავთანდილ დემეტრაშვილი უხელმძღვანელებს.