ინდონეზიაში მერაპის მთაზე მდებარე ვულკანზე, სეისმური აქტივობები შეინიშნება. ვულკანის ამოფრქვევის საშიშროების გამო ინდონეზიის შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა 40 ათასი ადამიანის ევაკუაცია დაიწყეს. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ინდონეზიის ოფიცილური პირების განცხადებით, 3,000 მეტრის სიმაღლის მთაზე მდებარე ვულკანი, არაპროგნოზირებადია. ცნობისათვის: 1930 წელს, აღნიშული ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 1,300 ადამიანი დაიღუპა, 1994 წელს - 64, 2006 წელს კი, ვულკანს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.