აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციით გაიხსნა.
კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტირი შაშკინიც. მისი თქმით, უდიდესია აკაკი წერეთლის, როგორც პოეტისა და მწერლის, ასევე საზოგადო მოღვაწის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე. როგორც შაშკინმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ, შთამომავლობამ კიდევ ერთხელ უნდა გააცნობიეროს მისი როლი, რისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მთელი საქართველოს მასშტაბით აკაკის კვირეული ტარდება.
აკაკის კვირეული უნივერსიტეტში პლენარული სხდომით დაიწყო.. მასში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა, დოქტორანტებმა და სტუდენტებმა, რომლებმაც აკაკი წერეთლის შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს თემებზე: ,,აკაკი წერეთლის ღვაწლი'', ,,აკაკი წერეთელი და თანამედროვეობა'', ,,აკაკი წერეთლის პოლიტიკური მსოფლმხედველობა'' და ა.შ.
აკაკის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული საქართველოს საჯარო სკოლებშიც ტარდება.