გზა რომელიც ჩვენ გავიარეთ, თითოეული ჩვენგანის გულს სიამაყით უნდა ავსებდეს. განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ჩრდილოეთ ოსეთის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრის დროს.
მისივე თქმით, ამჟამად მთელი ოსური საზოგადოების უმთავრესი საზრუნავი ოსი ახალგაზრდობის აღზრდაა ისე, რომ ისინი ოსური სახელმწიფოსა და რუსეთის ფედერაციის ღირსეული მოქალაქეები იყვნენ.
"მომავალი თქვენს თაობაზეა და თუ როგორ შევძლებთ ჩვენ თქვენს პატრიოტულ აღზრდას დამოკიდებულია ჩვენი მომავალი", _ განაცხადა კოკოითმა და დასძინა, რომ სამხრეთ ოსეთში უკვე მუშავდება პროგრამა, რომელიც ახალგაზრდობის ზნეობრივი აღზრდის საკითხებს შეეხება.
"ასევე ჩატარდება სამეცნიერო ფორუმი, რომელზეც ამ პროგრამის მიხედვით დამუშავებული იქნება სახელმძღვანელოები და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილი წიგნები. პროგრამა მიმართული იქნება იქითკენ, რომ ბავშვებმა მშობლიური ენა და ტრადიციები შეისწავლონ", _ აცხადებს კოკოითი და დასძენს, რომ "800 წელი არ ჰქონდა ოსეთს სახელმწიფოებრიობა და 800 წლის შემდეგ ოსეთის ერთმა ნაწილმა, მიაღწია თავის დამოუკიდებლობასა და საერთაშორისო აღიარებას".