10 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3186 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.3308 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 1.22 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9143 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9550 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.07 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4010 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.3948 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 ნოემბერიდან შევა ძალაში.