26 ოქტომბერს, გაიმართება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "საქართველოში აივ პრევენციის პროექტის" და კომპანია "ბილაინის" ერთობლივი, ინოვაციური, SMS კამპანიისა და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია.
"ბილანის" რწმუნებით, როგორც ვებგვერდი, ისე SMS კამპანია მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ცხოვრების ჯანსაღი წესის სხვადასხვა საკითხების შესახებ.
მათი ინფორმაციით, პრეზენტაციას სპორტის და ახალგაზრულ საქმეთა მინისტრი, წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ბილაინის გენერალური დირექტორი დაესწრებიან.
"შMშ კამპანიის ფარგლებში, კომპანია ბილაინი თავის მომხმარებლებს რეგულარულად მიაწვდის "აივ პრევენციის პროექტის" ექსპერტების მიერ შემუშავებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ანტინარკოტიკულ თემებზე, შიდსის პრევენციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. მსგავსი მეთოდი აპრობირებულია და წარმატებით ხორციელდება რამდენიმე ქვეყანაში" - განმარტებულია "ბილაინის" განცხადებაში.
ახალი საინფორმაციო ვებგვერდის საშუალებით ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. გაეცნობიან ამომწურავ ინფორმაციას თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მავნე ზეგავლენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, თანასწორთა ზეგავლენისა და სხვა თემების შესახებ.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება პრესკონფერენცია.
პროექტს ახორციელებს RTI International და მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციები - Save the Children -Uშ და Program for Appropriate Technologies in Health (PATH). პროექტის განხორციელებაში ჩართულნი არიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
პრეზენტაცია "ქორთიარდ მარიოტში" 12:00 საათზე გაიმართება.