მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 50 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საერთო ჯამში 50 052 204-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა თითქმის 33 მილიონი ადამიანი, გარდაიცვალა 1 253 110 პაციენტი.
კოროანვირუსული შემთხვევების რაოდენობის მიხედვით განსაკუთრებულად რთული ვითარებაა შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, ბრაზილიაში, საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთში, არგენტინასა და დიდი ბრიტანეთში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ევროპის უმეტეს ქვეყანაში ფიქსირდების პანდემიის ხელახალი პიკი, რის გამოც არაერთმა ქვეყანამ მკაცრი შეზღუდვები კვლავ დააწესა.