გავაგრძელებთ აქციებს აქაც და რუსთაველზე, გავაგრძელებთ აქციებს სხვა ქალაქშიც, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" არ აქვს უფლება, გადააყოლოს საკუთარ ძალაუფლებას ქვეყნის მომავალი.
„ჩვენი გეგმა არის ხაზგასმით მშვიდობიანი, ხაზგასმით კანონიერი. გავაგრძელებთ აქციებს აქაც და რუსთაველზე, გავაგრძელებთ აქციებს სხვა ქალაქშიც. ამ ქვეყანას ვერავინ მართავს გაყალბებული არჩევნებით. ქვეყანას სჭირდება ნორმალური არჩევნები და სამართლიანი ხელისუფლება. ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ!“, - თქვა ბაქრაძემ.