სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ანა აკოფიანი აცხადებს, რომ ქალთა სამედრო დანაყოფი ყარაბაღის ომში საბრძოლველად მზად არის.
"ჩვენი რაზმი ათდღიანი წვრთნების შემდეგ მზად არის საბრძოლო დავალებების შესასრულებლად. დანაყოფი სომხეთის დედოფალ ერატოს სახელს ატარებს", - წერს ანა აკოფიანი Facebook-ზე.
ოქტომბრის ბოლოს აკოფიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ფორმირებულია 13 ქალისგან შემდგარი რაზმი "სამშობლოს საზღვრების დასაცავად".
ცოტა ხნის წინ საბრძოლო მოქმედებებში მისაღებად ყარაბაღში ფაშინიანის შვილი აშოტიც გაემგზავრა.