შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი ერისადმი მიმართვისთვის ემზადება. ამის შესახებ ამერიკული მედია ბაიდენის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
სავარაუდოდ, ჯო ბაიდენი ამერიკელ ერს, 6 ნოემბერს, ადგილობრივი დროით, 17:00 საათზე დელავერის შტატის ქალაქ ვილმინგტონიდან მიმართავს.
ჯო ბაიდენს გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
ბაიდენს უპირატესობა აქვს საარჩევნო კოლეგიის ხმების მიხედვით, სადაც იგი 253-ით 214-ის წინააღმდეგ, უსწრებს პრეზიდენტ ტრამპს. გამარჯვებისთვის კანდიდატმა კოლეგიის 270 ხმა უნდა მიიღოს.
ტრამპის მოწინააღმდეგე ჯო ბაიდენი საკმარისი რაოდენობის შტატებში ლიდერობს. ის ერთ-ერთ გადამწყვეტ შტატში - პენსილვანიაშიც დაწინაურდა.
ფოტო: Reuters