საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მონაწილეობას მიიღებს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაში - "აკაკი წერეთელი-პოეტი და საზოგადო მოღვაწე".
აღნიშნული ღონოსძიებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულს გახსნის.
ღონისძიება გაიმართება დღეს, 25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-5 კორპუსის, 313 -ე აუდიტორიაში;