აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს უთხრა, რომ არჩევნებში დამარცხების აღიარებას არ აპირებს. იუწყება CNN-ი წყაროზე დაყრდნობით.
ამასთან, ტელეკომპანია ამტკიცებს, რომ თანაშემწეებს ვერ გადაუწყვიტავთ, უთხრან, რომ შესაძლოა ის არჩევნებში დამარცხდეს და ელოდებიან სხვას, რომელიც ამას გააკეთებს, მაგალითად მისი ქალიშვილი ივანკა ან სიძე ჯარედ კუშნერი.
დამარცხების აღიარებას თავისთავად იურიდიული ძალა არ გააჩნია, თუმცა მიანიშნებს, რომ კანდიდატი არჩევნების შედეგებზე არ იდავებს.
ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ არჩევნებს იგებს და რომ მის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან გაყალბებას აქვს ადგილი, თუმცა ამის მტკიცებულებები არ აქვს.
ტრამპის მოწინააღმდეგე ჯო ბაიდენი საკმარისი რაოდენობის შტატებში ლიდერობს. ის ერთ-ერთ გადამწყვეტ შტატში - პენსილვანიაშიც დაწინაურდა.
ამ მომენტისთვის ჯო ბაიდენს 253 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 214. პრეზიდენტობისთვის 538-წევრიანი კოლეგიიდან მინიმუმ 270 ხმის მოპოვებაა საჭირო.