ფონიჭალაში, უსინათლოთა თავშესაფრის ჩამონგრევის გამო, შენობაში მცხოვრებ 11 ოჯახს მერიამ ალტერნატიული ფართები უქირავა.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევის შედეგად 60 წლის ბორის ბერძენოვი დაიღუპა.
ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის ლალი ქუსიაშვილი მე-5 საავადმყოფოშია მოთავსებული და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. მკურნალობის ხარჯებს მერია დაფარავს.