ხვალ, 25 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულის მეხუთე დღე საქართველოს ეროვნული არქივში გამოფენით "მრავალფეროვანი თბილისი" და დოკუმენტური ფილმის ჩვენებით გაგრძელდება.
ამასთან, ხვალვე 16:00 საათზე დაგეგმილია ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში ბავშვთა ნახატების გამოფენა, რომელშიც თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები, გალერეის თავისუფალი ხატვის ჯგუფების და გოგა პიპინაშვილის საბავშვო სტუდია "არტ ჰოლის" აღსაზრდელები მიიღებენ მონაწილეობას.
ასევე ნიკო ჭავჭავაძის სახელობის ფილოსოფიისა და კულტურის ცენტრში 17:00 საათზე გია ჯანბერიძის წიგნის "თბილისი, თანამედროვე ქანდაკება" პრეზენტაცია და ცნობილ მოქანდაკეთა ნამუშევრების გამოფენის გახსნა მოეწყობა.
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გამართულ მოდის კვირეულზე კი ირაკლი რუსაძის, გიორგი ამირეჯიბი და გასპარ იურკიევიჩი კოლექციების ჩვენება მოეწყობა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის და ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებში.
თბილისობის მეხუთე დღე დასრულება შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში 22:00 საათზე გრეგორი რეჯინის გამოფენით "ცხოვრების ფერი", რომელიც სერგო ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი, ინსტალაციური გამოფენაა.