შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ამ დროისთვის მიიღო ამომრჩევლის ყველაზე მეტი ხმა ქვეყნის ისტორიაში.
ამ მომენტისთვის, ბაიდენმა 69 615 713 ამომრჩევლის ხმა მოიპოვა, რითაც 2008 წელს ბარაკ ობამას მიერ მიღებული ხმების - 69 498 516 რეკორდულ რაოდენობას გადაუსწრო.
მიუხედავ ამისა, ამომრჩევლის ხმების უბრალო უმრავლესობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რომელიმე კანდიდატი გამარჯვებულად გამოცხადდეს.
ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ არა პირდაპირ, არამედ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა
ტელეარხ CNN-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენს საარჩევნო კოელგიის წევრთა 237 ხმა აქვს, ტრამპს კი 213. ზოგიერთ შტატში შედეგები ჯერ დათვლილი არ არის, ამიტომ რომელიმე კანდიდატის ლიდერობაზე საუბარი ჯერ ადრეა.