შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დაახლოებით 160 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 120 წლის განმავლობაში. იუწყება BBC-ი აშშ-ის საარჩევნო პროექტის მონაცემებზე დაყრდნობით.
საბოლოო ჯამში, ამომრჩეველთა აქტივობამ 66.9% შეადგინა, რაც 1900 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
იმ წელს, რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა უილიამ მაკკინლიმ დაამარცხა თავისი დემოკრატი კონკურენტი, უილიამ ჯენინგს ბრაიანი. მაშინ ამომრჩეველთა აქტივობა 73,7%-ს შეადგენდა.
ანალიტიკოსები მაღალ აქტივობას არჩევნების დღემდეც წინასწარმეტყველებდნენ, რასაც ნაწილობრივ ხმის მიცემის ალტერნატიული გზები განაპირობებდა. ამ დროისთვის დადასტურებულა, რომ დაახლოებით 100 მილიონმა ამომრჩეველმა ხმის ფოსტით მიცემის შესაძლებლობით ისარგებლა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ზოგიერთ შტატში ხმის მიცემის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ქვეყანაში 46-ე პრეზიდენტს ირჩევენ. ტრამპის მეტოქე დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენია.
ამჟამად ხმების დათვლა მიმდინარეობს. ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ არა პირდაპირ, არამედ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა
ტელეარხ Fox News-ს ინფორმაციით, ჯო ბაიდენს საარჩევნო კოელგიის წევრთა 224 ხმა აქვს, ტრამპს კი 213. ზოგიერთ შტატში შედეგები ჯერ დათვლილი არ არის, ამიტომ რომელიმე კანდიდატის ლიდერობაზე საუბარი ჯერ ადრეა.
ფოტო: Reuters