პირველად ისტორიაში, დელავერის შტატის სენატორად ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს.
სარა მაკბრაიდი გახდა პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ადგილს დაიკავებს დელავერის შტატის საკანონმდებლო ორგანოში.
"ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ გავიმარჯვეთ საყოველთაო არჩევნები. გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ", - დაწერა მან ინსტაგრამზე.
მან თავის ოლქში რესპუბლიკელი სტივ ვაშინგტონი დაამარცხა.
სარა მაკბრაიდი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს თეთრ სახლში სტაჟირებას გადიოდა. მოგვიანებით, მაკბრაიდი გახდა პირველი ტრანსგენდერი, რომელიც დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა.
შეგახსენებთ, ამერიკის ეროვნულ არჩევნებში, მოსახლეობა პრეზიდენტის გარდა ირჩევს შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, რამდენიმე შტატის გუბერნატორსა და შტატის საკანონმდებლო ორგანოების წევრებს.
ფოტო: AP